ლექსები

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

--------------------------------
 

მოფერებას ვითხოვ...
3.06.2010

მიდუღა სისხლი დარდმა...
წლები უკან მექაჩება...
გადავლახე ეკალ-ბარდი,
მე სიცოცხლე მეჩქარება....

იცი ახლა ახლოს ხარ და
მოსვლას მაინც ვეღარ ვბედავ...
გული ამიჩქარა დარდმა,
სიზმარშიც კი ფიქრებს ვხედავ...

ფიქრით ვცხოვრობ, მივეჩვიე...
შემომასკდი ტანზე თითქოს...
ქვეყნად ერთი, გიჟი ვარ და
მოფერებას დღემდე ვითხოვ...

კოცნას, მოვანატრებ აწმყოს...
თვალებს ავუხილავ ფიქრებს,
ტყვიას მოსაკლავად ვაწყობ...
მე ხომ, უშენობას ვითმენ...

გული უშენობას დარდობს,
ისევ მომენატრე, ხვდები?
ისევ შენთან ყოფნას ვნატრობ...
და წლებს ემატება წლები...

ლაბირინთში...
17.05.2010

მოლოდინი,
მელოდიის ლაბირინთი...
ნოტებს შუა მოჯაყული ფიქრი მათრობს...
ხედავ? ისევ ძველებურად გავირითმე...
ნეტა მაგ დროს...

ვიოლინოს,
გულდამწვარი ცივი როკვა...
მთვარის შუქზე ანთებული სევდა დამდევს...
გული ისევ ძველებურად შემრჩა, ჰოდა...
ვითმენ ამდენს...

მოლოდინის,
ლაბირინთში ძებნით დაღლილს...
მაშრიალებს ნიავის და შენი სუნთქვა...
მე უშენო მოლოდინი ბოლოს დამღლის...
დროს რომ უთქვამს...

მელოდია,
უშენობას სულ არ ნაღვლობს...
ხეებსაც კი აკანკალებთ ნელი სიო...
გაყინულა მოლოდინი, ფიქრი დარდობს...
მინდა გდიო...

მელოდია,
ლაბირინთის მოლოდინი...
დღესაც ისევ მეგებება, ფიქრებს ვუხმობ...
ვეღად ვუძლევ და ვინ იცის, მერამდენედ...
გტოვებ უხმოდ...

მეშინია შენი სიშორის...
5.05.2010

როცა შენთან ვარ, მეშინია მაინც სიშორის...
ისევ თავიდან, ველოდები, დღეებს ქარიანს...
ვებრძვი ქარიშხალს...
მოულოდნელ სევდას ვიშორებ...
და მიხარია...

როცა შენთან ვარ, მეშინია შენი ცრემლების...
წვიმიან ამინდს ველოდები, ისევ თავიდან...
ყოველდღე სიზმრად მოვდივარ და
თავზე გევლები...
ვიცი რა მინდა...

როცა შენთან ვარ, მეშინია ჩემი ფიქრების...
ვითვლი ნაბიჯებს, შენამდე რომ ასე მაშორებს...
აგერ, ხეივანს მივუყვები,
შენსკენ ვიხრები...
თვალს არ გაშორებ...

როცა შენთან ვარ, მეშინია უცხო თვალების...
ნაწვიმარ ცაზე, ცისარტყელა ვხატე ფერებად...
არ ვიცი,
ალბათ უჩემობას დაგაბრალებდი...
თუ მეშველება...

როცა შენთან ვარ, მეშინია, სითბო მაშინებს...
ვერ შევეჩვიე უშენობას, უაზრო ლოდინს...
ტიროდა ზეცა,
მზე ელავდა თურმე მაშინვე...
არ მახსოვს როდის...

როცა შენთან ვარ, ველოდები, მიპოვი როდის...
ახლოს ვარ, ერთი ნაბიჯია ახლა შენამდე...
მინდა შენს გვერდით ვისუნთქო და
ვემონო ლოდინს...
და, არ ვღელავდე...

შენთან ვარ, მაგრამ მეშინია შენი სიშორის...

სევდა დავაბერე...
4.05.2010

ისე მარტივია ახლა სიმარტოვე...
ფიქრებს ვინ დაეძებს, სევდა დავაბერე...
წლები საუკუნეს ისე მივათხოვე...
და გზა, მაყარივით შენთვის ავამღერე...

და ჩემს გასიებულ გულში, ტკივილები...
უშნო ანგელოზებს მოაქვთ, მაგიჟებენ...
მე რომ არ მინდოდეს, არ ვიტკივილებდი...
არც გზას უშენობით ამინაბიჯებდნენ...

მე ვარ მოვარდნილი წვიმა უდაბნოში...
ქვიშას ჩახლართული ქარის ნაბიჯები...
მირაჟს მიჩვეული, ფიქრი იკაროსის...
ფრთებით დალეწილი, მთებზე ნაგიჟები...

ისე ნამდვილია ეს ცა. მოფერადო...
ეს მზე, მოწითალო... შენი ნაფერები...
ვერ ვძლებ ქარივით, რომ შენ არ მოგეპარო...
მაინც დაგიჭერ და მაინც ავმღერდები...

ეს გზაც მომტირალი, შენით ავამღერე...
წლები საუკუნეს მზითვად გავატანე...
ფიქრებს რას დავეძებ, სევდა დავაბერე...
და დროც ხელებსშუა გავათავე....

მწვანე მოგონება...
3.05.2010

ხედავ? უშენობა ისევ მომიზვავდა...
ისევ მარტო ვარ და
ისე მოწყენილი...
მე ხან, გავარდნილი მეხი ვარ და
ხან ცა, სარკესავით მოწმენდილი...

ხედავ? ხელებივით ისევ გიფათურებს...
ქარის სითავხედე,
ასე გაგიჟებით...
მაგრამ უშენობას, მაინც ვინარჩუნებ...
ისევ, მეფერება თეთრი კლავიშები..

ხედავ? მოგიძღვენი სევდის სონეტები...
ჩემს თავს ვღალატობ და
ნოტებს ვეფერები...
მე ამ სამყაროში უხმოდ ვერ ვეტევი...
ხან წლებს ვუღიმი და ხანაც ვემტერები...

ხედავ? დღე უშენოდ მინავარდობს...
ბალახს შეპარვია,
მწვანე მოგონება...
დილა გაღვიძებას მაინც, შენით დარდობს...
ისევ მიმატოვეს უცხო გოგონებმა...

ხედავ? მოაგაგებე დილა სიხარულის...
ისევ გაგონებენ,
მაინც გაოცებენ...
ისევ შენთან მინდა, მაინც სიარული...
ისევ ეს ტუჩები, გაკოცებენ...

ვდიე განთიადს
1.05.2010

მთელი სიცოცხლე ვდიე განთიადს,
უშენოდ დღეებს, მაინც ვემონე...
სანამდე გულში ცეცხლი ანთია,
მანამდე მოდი, დამაგემოვნე...

ვდიე განთიადს, ვდიე მომავალს...
და მოგირეკე ცაზე ღრუბლები,
მე დღესაც, შენი გულის მონა ვარ...
მაგრამ, ხმამაღლა ვერ გეუბნები...

გამოდი მზიდან, გამოდი გარეთ...
მომწყინდა ასე და გული მწყდება...
გახსოვს, ცა ფიქრებს რომ მივაბარეთ...
და ყვავილები, წყება და წყება...

ახლა, განთიადს ვხვდები შენამდე...
ვიცი ახლოა, ვიცი შორია...
დაგელოდები გათენებამდე...
და გავაგრძელებ ისევ, ბოდიალს...

შენი ღიმილი ცაზე ანთია,
ვიხსენებ წუთებს, რომ ვერ მამჩნევდი...
მახსოვს, უშენოდ ვდიე განთიადს...
როცა, განთიადს ფიქრებს ვაჩვევდი...

საუკუნე მადევს ვალებად...
26.04.2010

მე საუკუნე დამიბერწა შენმა ლოდინმა,
სპეტაკი გრძნობა დასტყობიათ, დღეებს ქარიანს...
დღეები ისევ გამიგიჟა მე, მოლოდინმა
შენი ტუჩებიც, თითქოს ჩემი ნასუფრალია...

ფიქრი უშრეტი მეგებება, ისევ თავისობს,
და ყოველ დილა, მეშინია თვალის გახელა...
არავის უნდა სიყვარულით გული ამივსოს,
არავის უნდა სიყვარულის ჩემთვის გამხელა...

ვარ მარტოდმარტოდ დარჩენილი, აზრი ფირალი...
ახლა, ახლოა სინანული, დრტვინვა, გოდება.
ვარ უცხო ვინმე, მოწყენილი და თან მტირალი,
მერე, რომ არვის, არასდროს არ მოაგონდება...

ეს საუკუნე ამრეზია აწმყოს თვალებში,
ასე მგონია, საუკუნე მადევს ვალებად...
მე გუშინდელი მოგონება ვცვალე ხვალეში,
ვიცი რომ ხვალე, გუშინდელი დამემალება...

მე ვარ ლტოლვილი, ამომძირკვეს შენი გულიდან
და მაინც დილა მითენდება შენზე ოცნებით...
ვარ ცისარტყელა, შენს სიყვარულს გამოკრული და
მრავალათასჯერ შენი ფიქრით განაოცები...

შენი ტუჩები, თითქოს ჩემი ნასუფრალია,
სიზმრები, ისევ გვეძახიან ერთად ლოგინში...
ახლა დილაა, სიცივე და ოდნავ ქარია,
მე საუკუნე დამიბერწეს შენზე ლოდინში...

სანამ გაზაფხულია...
23.04.2010

მოვალ კოშკებს აგიგებ...
სანამ გაზაფხულია...
სანამ, ისევ ფიქრები კაბადონზე კიაფობს...
შენ რომ გყვარობს ის გული, უკვე დაღადრულია...
შენსკენ სავალ ბილიკებს ნიავივით მიაპობს...

უნებურად ავენთე...
სიყვარულის ერდოზე...
ცეცხლის ალი დადაგულს, გულს მალამოდ მედება...
ლირწი მზერა გესროლე, დავეკიდე ფერდობზე...
უზაკველი თვალები აჰა, უკვე ბერდება...

უპოვარი მიპოვე...
თავს მედები მალამოდ...
დამიშანთა გონება ფიქრმა დაუცხრომელმა...
დავანება მინდოდა შენს აზრებთან, სალაყბოდ...
და ლანქერის წვიმაში, ამერია გონება...

მე ვარ შენი მოსურნე...
მოციმციმე ფაკელი...
სანამ ჩემი აზრები, ცეცხლის ალზე როკავენ...
შენს სიყვარულს მე დღემდე, ვერ დავარქვი სახელი...
წლები ისევ უშენოდ, რუდუნებით მლოკავენ...

სასოებით მოვედი...
სანამ გაზაფხულია...
სანამ, ფიქრის წვეთები შერჩენია ხელადას...
შენ რომ გყვარობს ის გული, თითქოს დახატულია...
თითქმის სასწაულია, რაც რამ შენთვის მებადა...

მოვალ კოშკებს აგიგებ...
სანამ გაზაფხულია...

სანამ მე მეყვარები...
22.04.2010

სანამ მე მეყვარები... ნუ გეშინია...

სანამ მე მეყვარები, გაგაწვალებ ფერებით...
დაგიწითლებ ლოყებს და გამაგიჟებ ოცნებით...
თუ სიყვარულს არ მაცლი, მაინც მოგეფერები...
ისევ გულში ჩაგიკრავ, უიმედო კოცნებით...

სანამ მე მეყვარები, სევდას დარდში ჩავახშობ...
ყველა ნახავს თუ როგორ, ამირიე დარდები...
თუ სიყვარულს არ მაცლი, დარდსაც გულში დავახრჩობ...
და ხელახლა ისევე, თავში ამივარდები...

დამიბერა ქარივით, შენზე ფიქრმა უდროოდ...
მოვეფარე, კედელთან ჩახუტება მწადია...
შენი ნაფეხურები, ჩემთვის ასე მყუდროა...
შენი მონაფერები, ჩემთვის ახლაც დარდია...

სანამ მე მეყვარები, ნუ დაიშლი გართობას...
მოკლე კაბა ჩაიცვი, ასე უფრო გიხდება...
მახსოვს, მარტი უჩემოდ უხალისოდ გართობდა...
და სიყვარულს ვეძებდი, მწკრივებად და რიგებად...

სანამ მე მეყვარები, არ დავზოგავ აპრილებს...
გაგაგიჟებ მარტივით, მაისივით ვივარდებ...
სიყვარული მაცალე, მგონი წვიმას აპირებს...
თორემ გაგებუტები და დავდნები დილამდე...

სანამ მე მეყვარები, იქნებ მზემაც გაგათბოს...
მენატრები ძალიან, ამიტომაც ვპოეტობ...
თუ სიყვარულს დამაცლი, სტრიქონებით დაგათრობ...
იქნებ შენს გულს ოდესმე, მალამოდაც მოვედო...

სანამ მე მეყვარები... ნუ გეშინია...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
21.04.2010

იმ დღიდან, ამ დღემდე...
დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...
რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,
მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

არადა, იმ დღიდან
დიდი დრო გასულა...
წარსული მაფიქრებს, მპატიობს მცირედით...
წლები რომ მექცია, ისევე წარსულად...
აწმყოსთან ხელახლა უშენოდ მივედი...

იმ დღიდან, ამ დღემდე,
უაზროდ გელოდე...
წვიმს მაგრამ უშენოდ, მე მაინც ვერ ვტირი...
უზომოდ მიყვარხარ და მინდა მჯეროდეს...
ადრეა მომავალს დავუსვა წერტილი...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
მკლავს უშენობა...

თურმე, არა ხარ...
16.04.2010

რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
გავა წლები და თურმე, არა ხარ...
ჩვენივე ხელით მოვკალით ქრისტე...
ჩვენვე ვარჩიეთ უფალს ბარაბა...

რაა სიცოცხლე?
მითხარით ვინმემ...
ედემია თუ სევდა, ნუგეში...
ჩვენივე ხელით ჯვარს ვაცვით ქრისტე...
ჩვენივე ნებით ვბორგავთ წუმპეში...

რაა სიცოცხლე?
დღეებს თუ მისდევ...
და მაინც, სადღაც თითქოს ჩერდები...
ჩვენივე ხელით ვაწამეთ ქრისტე....
და ახლა ისევ, მას ვევედრებით...

რაა სიცოცხლე?
თუ არ ფრენ მზისკენ...
სიყვარულისკენ თუ არ სწორდები...
ჩვენმა ცოდვებმა დაღალა ქრისტე...
და ახლა თითქოს უფალს ვშორდებით...

რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
ბრძოლობ და იბრძვი სხვების მხარდამხარ...
მთელი ცხოვრება ატყუე ქრისტე...
და ბოლოს ხვდები, თურმე, არა ხარ...
 

ვერ ხვდები?...
15.04.2010

ვერ ხვდები?
როგორც, ქალი მიყვარხარ...
მე შენში, მუდამ ვმრუშობ თვალებით...
შენ ჩემზე კარგი, ბევრი გინახავს...
მაგრამ მე, ვერსად დამემალები...

ვერ ხვდები?
როგორც, ქალი მაოცებ...
მე შენში მუდამ ვეძებ რაღაცას...
მე ვიცი, ბევრი ისეც გაკოცებს...
რომ შენი თავი, მე რომ წამართვას...

ვერ ხვდები?
როგორც ქალი მიზიდავ...
და მაინც, ტვირთად არ მეძნელები...
შენ ჩემთვის ახლაც, კვლავ ფაქიზი ხარ...
და ამიტომაც ვეღარ გელევი...

ვერ ხვდები?
როგორც სიო არ მტოვებ...
არ ვერჩი შენში ასეთ წვრილმანებს...
შენ ვერ გამიგებ, ვიცი, დამტოვებ...
და ბოლოს, მაინც შენზე ვინანებ...

მაინც მენატრები...
15.04.2010

დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა ამრეზილი,
ცოტა დაბოღმილი შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გეძახი ხელებგამოწვდილი...

დღეს ვარ მოგონება
მწარე სინამდვილის,
სიმწრით გაპოხილი შენი სინანულის...
მაინც გეფერები,
მაინც გელოდები,
მაინც შენ გიყურებს მზერა გამოცდილი...

დღეს ვარ აგონია
გულის ნაპრალების,
გულში გახლართული შენი ნაბიჯების...
მაინც მელანდები,
მაინც მესიზმრები,
მაინც შენთვის მინდა ლექსი გამართული...

დღეს ვარ აღერღილი
ცოტა არეული,
ცოტა შენისლული შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გიმღერის გული შენიღბული...

დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა დარდიანი,
ცოტა სევდიანი შენი დავიწყებით...
ვიცი გამიღიმებ,
ვიცი დამაბრუნებს,
შენი სიყვარული მე თავდავიწყებით...

 

მოფერებას ვითხოვ...
3.06.2010
მიდუღა სისხლი დარდმა...
წლები უკან მექაჩება...
გადავლახე ეკალ-ბარდი,
მე სიცოცხლე მეჩქარება....

იცი ახლა ახლოს ხარ და
მოსვლას მაინც ვეღარ ვბედავ...
გული ამიჩქარა დარდმა,
სიზმარშიც კი ფიქრებს ვხედავ...

ფიქრით ვცხოვრობ, მივეჩვიე...
შემომასკდი ტანზე თითქოს...
ქვეყნად ერთი, გიჟი ვარ და
მოფერებას დღემდე ვითხოვ...

კოცნას, მოვანატრებ აწმყოს...
თვალებს ავუხილავ ფიქრებს,
ტყვიას მოსაკლავად ვაწყობ...
მე ხომ, უშენობას ვითმენ...

გული უშენობას დარდობს,
ისევ მომენატრე, ხვდები?
ისევ შენთან ყოფნას ვნატრობ...
და წლებს ემატება წლები...

ლაბირინთში...
17.05.2010

მოლოდინი,
მელოდიის ლაბირინთი...
ნოტებს შუა მოჯაყული ფიქრი მათრობს...
ხედავ? ისევ ძველებურად გავირითმე...
ნეტა მაგ დროს...

ვიოლინოს,
გულდამწვარი ცივი როკვა...
მთვარის შუქზე ანთებული სევდა დამდევს...
გული ისევ ძველებურად შემრჩა, ჰოდა...
ვითმენ ამდენს...

მოლოდინის,
ლაბირინთში ძებნით დაღლილს...
მაშრიალებს ნიავის და შენი სუნთქვა...
მე უშენო მოლოდინი ბოლოს დამღლის...
დროს რომ უთქვამს...

მელოდია,
უშენობას სულ არ ნაღვლობს...
ხეებსაც კი აკანკალებთ ნელი სიო...
გაყინულა მოლოდინი, ფიქრი დარდობს...
მინდა გდიო...

მელოდია,
ლაბირინთის მოლოდინი...
დღესაც ისევ მეგებება, ფიქრებს ვუხმობ...
ვეღად ვუძლევ და ვინ იცის, მერამდენედ...
გტოვებ უხმოდ...

მეშინია შენი სიშორის...
5.05.2010

როცა შენთან ვარ, მეშინია მაინც სიშორის...
ისევ თავიდან, ველოდები, დღეებს ქარიანს...
ვებრძვი ქარიშხალს...
მოულოდნელ სევდას ვიშორებ...
და მიხარია...

როცა შენთან ვარ, მეშინია შენი ცრემლების...
წვიმიან ამინდს ველოდები, ისევ თავიდან...
ყოველდღე სიზმრად მოვდივარ და
თავზე გევლები...
ვიცი რა მინდა...

როცა შენთან ვარ, მეშინია ჩემი ფიქრების...
ვითვლი ნაბიჯებს, შენამდე რომ ასე მაშორებს...
აგერ, ხეივანს მივუყვები,
შენსკენ ვიხრები...
თვალს არ გაშორებ...

როცა შენთან ვარ, მეშინია უცხო თვალების...
ნაწვიმარ ცაზე, ცისარტყელა ვხატე ფერებად...
არ ვიცი,
ალბათ უჩემობას დაგაბრალებდი...
თუ მეშველება...

როცა შენთან ვარ, მეშინია, სითბო მაშინებს...
ვერ შევეჩვიე უშენობას, უაზრო ლოდინს...
ტიროდა ზეცა,
მზე ელავდა თურმე მაშინვე...
არ მახსოვს როდის...

როცა შენთან ვარ, ველოდები, მიპოვი როდის...
ახლოს ვარ, ერთი ნაბიჯია ახლა შენამდე...
მინდა შენს გვერდით ვისუნთქო და
ვემონო ლოდინს...
და, არ ვღელავდე...

შენთან ვარ, მაგრამ მეშინია შენი სიშორის...

სევდა დავაბერე...
4.05.2010

ისე მარტივია ახლა სიმარტოვე...
ფიქრებს ვინ დაეძებს, სევდა დავაბერე...
წლები საუკუნეს ისე მივათხოვე...
და გზა, მაყარივით შენთვის ავამღერე...

და ჩემს გასიებულ გულში, ტკივილები...
უშნო ანგელოზებს მოაქვთ, მაგიჟებენ...
მე რომ არ მინდოდეს, არ ვიტკივილებდი...
არც გზას უშენობით ამინაბიჯებდნენ...

მე ვარ მოვარდნილი წვიმა უდაბნოში...
ქვიშას ჩახლართული ქარის ნაბიჯები...
მირაჟს მიჩვეული, ფიქრი იკაროსის...
ფრთებით დალეწილი, მთებზე ნაგიჟები...

ისე ნამდვილია ეს ცა. მოფერადო...
ეს მზე, მოწითალო... შენი ნაფერები...
ვერ ვძლებ ქარივით, რომ შენ არ მოგეპარო...
მაინც დაგიჭერ და მაინც ავმღერდები...

ეს გზაც მომტირალი, შენით ავამღერე...
წლები საუკუნეს მზითვად გავატანე...
ფიქრებს რას დავეძებ, სევდა დავაბერე...
და დროც ხელებსშუა გავათავე....

მწვანე მოგონება...
3.05.2010

ხედავ? უშენობა ისევ მომიზვავდა...
ისევ მარტო ვარ და
ისე მოწყენილი...
მე ხან, გავარდნილი მეხი ვარ და
ხან ცა, სარკესავით მოწმენდილი...

ხედავ? ხელებივით ისევ გიფათურებს...
ქარის სითავხედე,
ასე გაგიჟებით...
მაგრამ უშენობას, მაინც ვინარჩუნებ...
ისევ, მეფერება თეთრი კლავიშები..

ხედავ? მოგიძღვენი სევდის სონეტები...
ჩემს თავს ვღალატობ და
ნოტებს ვეფერები...
მე ამ სამყაროში უხმოდ ვერ ვეტევი...
ხან წლებს ვუღიმი და ხანაც ვემტერები...

ხედავ? დღე უშენოდ მინავარდობს...
ბალახს შეპარვია,
მწვანე მოგონება...
დილა გაღვიძებას მაინც, შენით დარდობს...
ისევ მიმატოვეს უცხო გოგონებმა...

ხედავ? მოაგაგებე დილა სიხარულის...
ისევ გაგონებენ,
მაინც გაოცებენ...
ისევ შენთან მინდა, მაინც სიარული...
ისევ ეს ტუჩები, გაკოცებენ...

ვდიე განთიადს
1.05.2010

მთელი სიცოცხლე ვდიე განთიადს,
უშენოდ დღეებს, მაინც ვემონე...
სანამდე გულში ცეცხლი ანთია,
მანამდე მოდი, დამაგემოვნე...

ვდიე განთიადს, ვდიე მომავალს...
და მოგირეკე ცაზე ღრუბლები,
მე დღესაც, შენი გულის მონა ვარ...
მაგრამ, ხმამაღლა ვერ გეუბნები...

გამოდი მზიდან, გამოდი გარეთ...
მომწყინდა ასე და გული მწყდება...
გახსოვს, ცა ფიქრებს რომ მივაბარეთ...
და ყვავილები, წყება და წყება...

ახლა, განთიადს ვხვდები შენამდე...
ვიცი ახლოა, ვიცი შორია...
დაგელოდები გათენებამდე...
და გავაგრძელებ ისევ, ბოდიალს...

შენი ღიმილი ცაზე ანთია,
ვიხსენებ წუთებს, რომ ვერ მამჩნევდი...
მახსოვს, უშენოდ ვდიე განთიადს...
როცა, განთიადს ფიქრებს ვაჩვევდი...

საუკუნე მადევს ვალებად...
26.04.2010

მე საუკუნე დამიბერწა შენმა ლოდინმა,
სპეტაკი გრძნობა დასტყობიათ, დღეებს ქარიანს...
დღეები ისევ გამიგიჟა მე, მოლოდინმა
შენი ტუჩებიც, თითქოს ჩემი ნასუფრალია...

ფიქრი უშრეტი მეგებება, ისევ თავისობს,
და ყოველ დილა, მეშინია თვალის გახელა...
არავის უნდა სიყვარულით გული ამივსოს,
არავის უნდა სიყვარულის ჩემთვის გამხელა...

ვარ მარტოდმარტოდ დარჩენილი, აზრი ფირალი...
ახლა, ახლოა სინანული, დრტვინვა, გოდება.
ვარ უცხო ვინმე, მოწყენილი და თან მტირალი,
მერე, რომ არვის, არასდროს არ მოაგონდება...

ეს საუკუნე ამრეზია აწმყოს თვალებში,
ასე მგონია, საუკუნე მადევს ვალებად...
მე გუშინდელი მოგონება ვცვალე ხვალეში,
ვიცი რომ ხვალე, გუშინდელი დამემალება...

მე ვარ ლტოლვილი, ამომძირკვეს შენი გულიდან
და მაინც დილა მითენდება შენზე ოცნებით...
ვარ ცისარტყელა, შენს სიყვარულს გამოკრული და
მრავალათასჯერ შენი ფიქრით განაოცები...

შენი ტუჩები, თითქოს ჩემი ნასუფრალია,
სიზმრები, ისევ გვეძახიან ერთად ლოგინში...
ახლა დილაა, სიცივე და ოდნავ ქარია,
მე საუკუნე დამიბერწეს შენზე ლოდინში...

სანამ გაზაფხულია...
23.04.2010

მოვალ კოშკებს აგიგებ...
სანამ გაზაფხულია...
სანამ, ისევ ფიქრები კაბადონზე კიაფობს...
შენ რომ გყვარობს ის გული, უკვე დაღადრულია...
შენსკენ სავალ ბილიკებს ნიავივით მიაპობს...

უნებურად ავენთე...
სიყვარულის ერდოზე...
ცეცხლის ალი დადაგულს, გულს მალამოდ მედება...
ლირწი მზერა გესროლე, დავეკიდე ფერდობზე...
უზაკველი თვალები აჰა, უკვე ბერდება...

უპოვარი მიპოვე...
თავს მედები მალამოდ...
დამიშანთა გონება ფიქრმა დაუცხრომელმა...
დავანება მინდოდა შენს აზრებთან, სალაყბოდ...
და ლანქერის წვიმაში, ამერია გონება...

მე ვარ შენი მოსურნე...
მოციმციმე ფაკელი...
სანამ ჩემი აზრები, ცეცხლის ალზე როკავენ...
შენს სიყვარულს მე დღემდე, ვერ დავარქვი სახელი...
წლები ისევ უშენოდ, რუდუნებით მლოკავენ...

სასოებით მოვედი...
სანამ გაზაფხულია...
სანამ, ფიქრის წვეთები შერჩენია ხელადას...
შენ რომ გყვარობს ის გული, თითქოს დახატულია...
თითქმის სასწაულია, რაც რამ შენთვის მებადა...

მოვალ კოშკებს აგიგებ...
სანამ გაზაფხულია...

სანამ მე მეყვარები...
22.04.2010

სანამ მე მეყვარები... ნუ გეშინია...

სანამ მე მეყვარები, გაგაწვალებ ფერებით...
დაგიწითლებ ლოყებს და გამაგიჟებ ოცნებით...
თუ სიყვარულს არ მაცლი, მაინც მოგეფერები...
ისევ გულში ჩაგიკრავ, უიმედო კოცნებით...

სანამ მე მეყვარები, სევდას დარდში ჩავახშობ...
ყველა ნახავს თუ როგორ, ამირიე დარდები...
თუ სიყვარულს არ მაცლი, დარდსაც გულში დავახრჩობ...
და ხელახლა ისევე, თავში ამივარდები...

დამიბერა ქარივით, შენზე ფიქრმა უდროოდ...
მოვეფარე, კედელთან ჩახუტება მწადია...
შენი ნაფეხურები, ჩემთვის ასე მყუდროა...
შენი მონაფერები, ჩემთვის ახლაც დარდია...

სანამ მე მეყვარები, ნუ დაიშლი გართობას...
მოკლე კაბა ჩაიცვი, ასე უფრო გიხდება...
მახსოვს, მარტი უჩემოდ უხალისოდ გართობდა...
და სიყვარულს ვეძებდი, მწკრივებად და რიგებად...

სანამ მე მეყვარები, არ დავზოგავ აპრილებს...
გაგაგიჟებ მარტივით, მაისივით ვივარდებ...
სიყვარული მაცალე, მგონი წვიმას აპირებს...
თორემ გაგებუტები და დავდნები დილამდე...

სანამ მე მეყვარები, იქნებ მზემაც გაგათბოს...
მენატრები ძალიან, ამიტომაც ვპოეტობ...
თუ სიყვარულს დამაცლი, სტრიქონებით დაგათრობ...
იქნებ შენს გულს ოდესმე, მალამოდაც მოვედო...

სანამ მე მეყვარები... ნუ გეშინია...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
21.04.2010

იმ დღიდან, ამ დღემდე...
დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...
რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,
მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

არადა, იმ დღიდან
დიდი დრო გასულა...
წარსული მაფიქრებს, მპატიობს მცირედით...
წლები რომ მექცია, ისევე წარსულად...
აწმყოსთან ხელახლა უშენოდ მივედი...

იმ დღიდან, ამ დღემდე,
უაზროდ გელოდე...
წვიმს მაგრამ უშენოდ, მე მაინც ვერ ვტირი...
უზომოდ მიყვარხარ და მინდა მჯეროდეს...
ადრეა მომავალს დავუსვა წერტილი...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
მკლავს უშენობა...

თურმე, არა ხარ...
16.04.2010

რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
გავა წლები და თურმე, არა ხარ...
ჩვენივე ხელით მოვკალით ქრისტე...
ჩვენვე ვარჩიეთ უფალს ბარაბა...

რაა სიცოცხლე?
მითხარით ვინმემ...
ედემია თუ სევდა, ნუგეში...
ჩვენივე ხელით ჯვარს ვაცვით ქრისტე...
ჩვენივე ნებით ვბორგავთ წუმპეში...

რაა სიცოცხლე?
დღეებს თუ მისდევ...
და მაინც, სადღაც თითქოს ჩერდები...
ჩვენივე ხელით ვაწამეთ ქრისტე....
და ახლა ისევ, მას ვევედრებით...

რაა სიცოცხლე?
თუ არ ფრენ მზისკენ...
სიყვარულისკენ თუ არ სწორდები...
ჩვენმა ცოდვებმა დაღალა ქრისტე...
და ახლა თითქოს უფალს ვშორდებით...

რაა სიცოცხლე?
პასუხს ვერ ვისმენ...
ბრძოლობ და იბრძვი სხვების მხარდამხარ...
მთელი ცხოვრება ატყუე ქრისტე...
და ბოლოს ხვდები, თურმე, არა ხარ...
 

ვერ ხვდები?...
15.04.2010

ვერ ხვდები?
როგორც, ქალი მიყვარხარ...
მე შენში, მუდამ ვმრუშობ თვალებით...
შენ ჩემზე კარგი, ბევრი გინახავს...
მაგრამ მე, ვერსად დამემალები...

ვერ ხვდები?
როგორც, ქალი მაოცებ...
მე შენში მუდამ ვეძებ რაღაცას...
მე ვიცი, ბევრი ისეც გაკოცებს...
რომ შენი თავი, მე რომ წამართვას...

ვერ ხვდები?
როგორც ქალი მიზიდავ...
და მაინც, ტვირთად არ მეძნელები...
შენ ჩემთვის ახლაც, კვლავ ფაქიზი ხარ...
და ამიტომაც ვეღარ გელევი...

ვერ ხვდები?
როგორც სიო არ მტოვებ...
არ ვერჩი შენში ასეთ წვრილმანებს...
შენ ვერ გამიგებ, ვიცი, დამტოვებ...
და ბოლოს, მაინც შენზე ვინანებ...

მაინც მენატრები...
15.04.2010

დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა ამრეზილი,
ცოტა დაბოღმილი შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გეძახი ხელებგამოწვდილი...

დღეს ვარ მოგონება
მწარე სინამდვილის,
სიმწრით გაპოხილი შენი სინანულის...
მაინც გეფერები,
მაინც გელოდები,
მაინც შენ გიყურებს მზერა გამოცდილი...

დღეს ვარ აგონია
გულის ნაპრალების,
გულში გახლართული შენი ნაბიჯების...
მაინც მელანდები,
მაინც მესიზმრები,
მაინც შენთვის მინდა ლექსი გამართული...

დღეს ვარ აღერღილი
ცოტა არეული,
ცოტა შენისლული შენი მონატრებით...
მაინც მაგონდები,
მაინც მენატრები,
მაინც შენ გიმღერის გული შენიღბული...

დღეს ვარ მოწყენილი
ცოტა დარდიანი,
ცოტა სევდიანი შენი დავიწყებით...
ვიცი გამიღიმებ,
ვიცი დამაბრუნებს,
შენი სიყვარული მე თავდავიწყებით...

--------------------------------

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

 

 

 

 

 

Copyright © All rights reserved | Zviad kechakmadze