ლექსები

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

--------------------------------
ვიცი გულს მატკენ...

15.11.2009

 

მე ვიცი,

გავა წლები უშენოდ...

და ბოლოს მაინც ჩემი იქნები...

 

იცი, გულს მატკენ,

დამითვლი წამებს...

გაივლის დრო და ათასი თოვლიც...

მერე, ოდესღაც ეს გაგაწამებს...

და დაიჩემებ უაზრო ლოდინს...

 

იცი, გულს მატკენ,

ჩამიკლავ გულში...

შეხვდები სხვას და გაგახსენდები...

თავს შეგახსენებს, რა იყო გუშინ...

და მერე უკვე არ გაჩერდები...

 

იცი, გულს მატკენ,

ოდესღაც წასულს...

მოგენატრები სულ მოკლე ხანში...

თუ, სიყვარული ჩაბარდა წარსულს...

რატომ მიხსენებ, რა გინდა მაშინ...

 

იცი, გულს მატკენ,

მაგრამ შენს თვალებს...

სიზმარში ვნახავ და ავტირდები...

მე, წლები ისევ, კვლავ მითვალთვალებს...

მაგრამ, არაფერს აღარ მპირდები...

 

იცი, გულს მატკენ,

გაივლის წლები...

ჩემი თვალები მანდ დამრჩენია...

ღმერთს, დაბრუნებას შეეხვეწები

წლების...

რომელიც თურმე ჩვენია...

 

მე ვიცი,

გავა წლები უშენოდ...

და ბოლოს მაინც ჩემი იქნები...

 

* * *

15.11.2009

 

არ დაუჯერო,

თვალებს...

ნუ მიენდობი,

ყურებს...

არ მიატოვო მთვარე,

ასე რომ შემოგყურებს...

 

რ დაუჯერო,

ღიმილს...

ნუ მიენდობი,

ღამეს...

მე ხომ წვეთი ვარ წვიმის

და, ველოდები წამებს...

 

არ დაუჯერო,

ზამთარს...

გაზაფხულდება მალე...

ყველა კაცი გავს აფთარს...

ნურავის შეიბრალებ...

 

არ დაუჯერო,

სიტყვას....

ნუ მიენდობი,

ფიქრებს...

მე ხომ, არასდროს მითქვამს

დღემდე,

 

ასე რომ ვითმენ...

მიენდე მხოლოდ,

გულს...

გჯეროდეს,

მხოლოდ... მისი

ვისაც მშვიდობა სურს...

ვინც არის შენი ღირსი...

 

არ დაუჯერო,

თვალებს...

ნუ მიენდობი,

ყურებს...

 

* * *

15.11.2009

მე,

დედამიწა დავამძიმე,

ჩემი ცოდვებით...

ღმერთო შემინდე,

მაპატიე...

ცოდვა ამხელა...

ამ ბოლოს ისე ავირიე,

უფალს ვშორდები...

ვიცი რაც ქვია

ჩემისთანას თუნდაც სახელად...

ტკივილი მტანჯავს...

ცრემლი მტკივა...

ისე მაშინებს...

ლოცვა უშენოდ...

უღმერთობა იცი რამხელა?

ღმერთო შემინდე,

მომიტევე,

გადამარჩინე...

რომ ვერ შევძელი,

ღმერთო შენთვის ცოდვის გამხელა...

მე,

დედამიწა დავმძიმე,

ჩემი ცოდვებით...

განკითვხის წამებს,

შენთან ერთად დაველოდები...

 

ისევ წახვალ...

13.11.2009

შენ,

შენი გზა გაქვს, შენი ცხოვრება...

შენი წარსული, შენი სამყარო...

მე ვინ ვარ,

მე რა მომეპოვება...

შენს სამყაროსთან ასე გაგყარო...

 

გივლია დღემდე,

ასე ფერებით...

შემეძლო, დღემდე რაღაცა მეთქვა...

მაგრამ,

ვიცი რომ მომეფერები...

და მე, დაგრჩები წარსულში ფერფლად...

 

სათნო ხარ,

დღემდე ასე გივლია...

ასე აგრძელებ ცხოვრებას ჯერაც...

ვიცი,

მე წლები ვერ მომივლიან...

მე მხოლოდ, შენი ფიქრების მჯერა...

 

და ასე,

შენზე ფიქრები მნაცრავს...

ფეხდაფეხ მომსდევს იმედი ქარის...

ვიპოვი,

შენში დამალულ მარცვალს...

რომელიც შენში აშკარად არის...

 

შენ,

შენი გზა გაქვს, შენი ცხოვრება...

არავის ეძებ, არავის გავხარ...

მე ვინ ვარ,

მე რა მომეპოვება...

მიპოვი სადღაც და ისევ წახვალ....

 

მეფერები...

12.11.2009

 

ჟრუანტელმა დამიარა,

როცა შემეხე, და...

ნეტავ,

შენი თვალებისთვის, კიდევ შემეხედა....

 

მეფერები,

ჟრუანტელი მივლის ტანში...

გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ...

ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ, ვიწრო ნავში...

და ფიქრები წყალს მიყვება, სადღაც ქვემოთ....

 

მეფერები,

ეგ ტუჩები კოცნად მაწვიმს...

ქარი ჩუმად გაშიშვლებულ ვნებას ათოვს...

ტუჩები გაქვს ალუბლების, ხანაც მარწყვის...

შენი კოცნა მზეზე უფრო ძლიერ მათბობს...

 

მეფერები.

უსაშველოდ დიდხანს მკოცნი...

ნავში ვზივარ, გაგიჟებულ ფიქრებს მივდევ...

მე შენი ვარ სულითაც და თუნდაც ხორცით...

ამიტომაც უშენობას ვეღარ ვითმენ...

 

მეფერები,

შენი კოცნა ნიავს არხევს...

ფიქრებივით ჩამიკარი ისევ გულში...

ქარი და მე, შემოტმასნულ კაბას გახევთ...

მიყვარხარო ჩამჩურჩულებ ისევ ყურში...

 

ჟრუანტელმა დამიარა,

როცა შემეხე, და...

ნეტავ,

ჩემი თვალებისთვის, მაინც შეგეხედა...

 

ვითმენ...

12.11.2009

 

შენი,

გამოხედვა მინდა...

ისევ,

უშენობას ვგლოვობ...

შენ ხომ,

ხატება ხარ წმინდა...

მე კი,

მლოცველი ვარ მხოლოდ...

 

თვალებს,

დაგიკოცნი დარდით...

მკერდზე,

თავს დაგადებ მხოლოდ...

ხედავ?

ისევ შემიყვარდი...

ისევ,

 

დამაბრმავე, ბოლოს....

ხედავ,

მიობდება სევდა...

კოცნით,

დაგისველებ თვალებს...

ხედავ?

ისევ დაგვათენდა...

ისევ,

მომანატრე ხვალე...

 

როგორ,

ამერია ფიქრი...

შენი,

გაღიმება მშველის...

შენსკენ,

უსასრულოდ მივქრი...

ჰოდა,

მომაგებე ხელი...

 

კაბას,

აფრიალებს ქარი...

თმები,

ეფერება თითებს

მაინც.

მტკივნეული არის...

მაგრამ,

უშენობას ვითმენ...

 

სანამ მე მეყვარები...

11.11.2009

 

მე ვცოცხლობ შენით...

რწმენით გრაალის...

უმანკო ფიქრი გულზე მედება...

თუ სიყვარული, ჩემში არ არის...

რა არის, ჩემი შემოქმედება?

 

მე ვცოცხლობ შენით...

ვარსებობ შენით...

საავრდოდ ღრუბელს არ ვემეტები...

დავყვები ფიქრებს, ფოთლების ფრენით...

და ვიცი, სადმე შემეფეთები...

 

მე ვცოცხლობ შენით...

შენი ფიქრებით...

ნუ ცდილობ ისევ, ჩემგან გარიყვას...

ხომ იცი, ბოლოს ერთად ვიქნებით...

და უსასრულო გზაზე წაგიყვან...

 

მე ვცოცხლობ შენით...

ფიქრით, გოდებით...

მაინც დარეკავს ჩვენი ზარები...

ვიცი, ყოველდღე მოგაგონდები...

მანამდე, სანამ მე მეყვარები...

 

სევდიანი მაჟორები...

10.11.2009

 

გეხვეწები...

ნუ მაშინებ დაშორებით....

თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს...

მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით...

იცი, რაც მსურს...

 

გეხვეწები...

ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...

მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...

მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...

გეტყვი რატომ?..

 

გეხვეწები...

ნუ ამბობ, რომ დაიღლები...

მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...

წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...

სიზმრად გნახავ...

 

გეხვეწები...

ნუ დამტოვებ ასე, მარტო...

მე ხომ, შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...

აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...

შენთვის მეთქვა...

 

გეფიცები...

ოცნება ვარ შენი მხოლოდ...

გეხვეწები,

ნუ მაშინებ დაშორებით...

ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...

სევდიანი მაჟორებით...

 

მაგ ქარის მჯერა...

9.11.2009

 

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში,

შენს მეტი თურმე არავინ მსურდა...

და სიყვარულის ამ, ნიაღვარში...

გეძებდი დღემდე, გეძებდი მუდამ...

 

არ დამშრობია, წყურვილი შენი

და გულში ცეცხლი ყოველთვის მენთო...,

გეძებდი ასე, უაზრო რწმენით...

წუხელ, სიზმარში ვიყავი, ღმერთო...

 

შენ ხარ მიზეზი, რადაც შევცოდე,

რისთვისაც ასე დავქროდი კენტად...

მინდა, დუმილი შენი მესმოდეს...

და კიდევ უფრო მიყვარდე, მეტად...

 

წუხელ, მე გულის კარებს მიმტვრევდა...

შენი ღიმილი, ჩემი სადარდო...

ქუჩაში უცხო ხალხი გვიმზერდა...

როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს...

 

მე ვიცი, ჩემს თავს შენს ქარებს ვანდობ...

ყველაზე მეტად მაგ ქარის მჯერა...

გიხსენებ ახლაც და მაინც ვდარდობ...

მომინდა შენი თვალების მზერა...

 

და მაინც, ისევ ამ წუთებს ველი...

მაგიჟებს შენი თვალების ბრწყინვა...

წუხელ, არ იყო მზე ასე მწველი...

და დილას შენთვის მოვედი წვიმად...

 

წუხელ, შლეგივით დავქროდი ქარში...

როგორ მიყვარდი, ეხლაც ვიხსენებ...

და სიყვარულის ამ ნიაღვარში...

ვფიქრობ შენზე და ასე ვისვენებ...

 

ნუ მომკალი...

6.11.2009

 

ვღელავ,

თითქოს მეკარგები, ისევ ისე...

ვდარდობ, იქნებ ერთხელ მაინც დამენახე...

სიარულში უსასრულო ფიქრებს ვისმენ...

და ვინ მოსთვლის, მერამდენედ დამეკარგე...

 

ვხარობ,

თითქოს მენატრები, ფიქრებს მისევ...

უშენობას დარჩენია ჩემში კვალი...

მეშინია, არ დამტოვო მარტო ისევ...

გენახე და მერე, თუნდაც მოგეკალი...

 

ვფიქრობ,

თითქოს აკვირტებულ იმედს ავსებ...

გამაკვირვე უსაშველო ერთგულებით...

მენატრება შენი სუნთქვა, სევდით სავსე...

შენ ხომ აქვე, ჩემს მახლობლად, მეგულები...

 

გიცნობ,

თითქოს დაგინახე, აი ახლა...

შენ და ფიქრი მიდიოდით სადღაც ორნი

იმედი მაქვს ფიქრს დააღწევ თავს, და მნახავ...

ისევ ისე დამიბრუნებ ჩემს თავს მგონი...

 

მიხმობ,

თითქოს მომეხვიე, მკოცნე დიდხანს...

შენც ხომ იცი, იმედი მაქვს მაინც ხვალის...

მხოლოდ ერთს გთხოვ,

სხვას ნურაფერს ნუღარ მკითხავ...

დამენახე, უშენობით ნუ მომკალი...

 

გამაგიჟებ, ვიცი...

5.11.2009

 

შენ გიჟი ხარ...

როცა გხედავ მეც მაგიჟებ...

შენთან რომ ვარ,

სისხლი გულში კოცონს მინთებს...

როცა ველი შენს მოსვლას და

შენს ნაბიჯებს...

ვფიქრობ,

როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...

 

მეც გიჟი ვარ...

და უშენოდ როგორ გავძლო...

მინდა,

ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც...

ეს ცხოვრება,

მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო...

მე ხომ,

მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...

 

ჩვენ გიჟი ვართ...

და სიგიჟეს თავის დრო აქვს...

არ გვჭირდება,

უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი...

შენ რომ ფიქრობ,

ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს...

ქარს მოჰყვები,

გამაგიჟებ ისევ, ვიცი...

 

სიზმარში...

3.11.2009

 

მესიზმრე,

სიზმარში გხატავდი ფუნჯებით...

მზე იყო მოლბერტი...

ათასი ფერებით...

სიყვარულს ხანდახან,

მთელი გზა ვუნდებით...

ვერ ვხვდებით ამ გზაზე,

ჩუმად რომ ვბერდებით...

 

მესიზმრე,

სიზმარში ვეძებდით ერთმანეთს...

და იყო ფიქრები...

და იყო ალერსი...

მე შენი ვიქნები, იცოდე ღმერთმანი...

ვიცი რომ მიგონებ,

მიხსენებ ამ ლექსით...

 

მესიზმრე,

მელოდი ერთგული ქალივით...

და თავბრუს მახვევდა,

კვლავ შენი სურნელი...

სიწითლე სახეზე მეკიდა ალივით...

და სევდა მათრობდა მე,

განუკურნელი...

 

მესიზმრე,

რამდენჯერ ვეცადე მენახა...

შენ კი არ მოხვედი,

მაინც არ მენდე...

იქნება არ იცი?

სიზმარი შენა ხარ...

გიცდი და გნატრულობ სიზმარში დღემდე...

 

სევდის ბრალია...

29.10.2009

 

და როცა მიჭირს,

ჩავისუნთქავ ისევ, ალიონს...

გულში სიცივე უშენობის,

მაინც იქროლებს...

ეს ყველაფერი,

მონატრების,

სევდის ბრალია...

და დავაბრალებ,

ყველასათვის ნაცნობ სტრიქონებს...

 

და როცა ფიქრი,

ყოველ დილას, უშენოდ ლოთობს...

ვგრძნობ ჩემი გული,

შენს კლანჭებში როგორ გაება...

შენ მომაგონებ,

მარტოდმარტოდ დარჩენილ ფოთოლს...

არ ვიცი, მაგრამ...

დაგინიშნავ სადმე პაემანს...

 

და როცა ვხვდები,

მივეჩვიე შენთან უბეში...

ქარები დილას,

უშენობით როგორ ლეწავენ....

ჩემი თითები მონატრების,

მაინც უხეშით...

არ ვიცი რატომ,

ყოველ დილას, მაინც გძერწავენ...

 

მინდა ფრენა...

27.10.2009

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს ათოვს...

მზე,

ღრუბლებში უმიზეზოდ შემალულა...

მზე კი არა, ისევ შენი მზერა მათბობს...

მინდა ფრენა,

მაგრამ ფრთები დაღალულა...

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს ერთვის...

და მზე,

თავზე უსაშველოდ სხივებს გვაღვრის...

სხვა კი არა, მე ვღიღინებ ისე... ჩემთვის...

მინდა ფრენა,

მაგრამ ვიცი, ფრთები დამღლის...

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს არწევს...

ნელი სიო,

სუნთქვასავით იწყებს შრიალს...

შენი სუნთქვა, ჩემს გულამდე მაინც აღწევს...

მინდა ფრენა,

და უშენოდ ვიწყებ ღრიალს...

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს ავსებს...

ვიცი,

მალე დაზამთრდება, ისევ მოთოვს...

სიყვარული მეფერება ფიქრით სავსე...

მინდა ფრენა,

გული ისევ შენით შფოთობს...

 

შემოდგომა,

გაყვითლებულ ფიქრებს ელის...

და ფოთლები ეცემიან მიწას მძიმედ...

უშენობით,

ჩემი გული ვეღარ მღერის...

მინდა ფრენა,

ნუ მომიკლავ ახლა იმედს...

 

* * *

23.10.2009

 

მე გელი შენ...

შენ ელი სხვას...

სხვა ელის მზეს...

მზე ელის ზღვას...

ზღვა ელის ცას...

ცა ელის დღეს...

დღე ელის როცა...

მე შენთვის ვწერ...

ვწერ შენთვის მე...

შენ მელი როცა...

დღე ელის ცას...

ცა ელის ზღვას...

ზღვა ელის მზეს...

მზე ელის სხვას...

სხვა გელის შენ...

შენ მელი მე...

 

არაფერია...

22.10.2009

 

მე მეშინია,

მარტო დარჩენის...

წვიმამ მომისწრო,

წვიმის წვეთები...

თავზე მადნება ობლად დარჩენილს...

და ელვასავით ცაზე ვენთები...

 

მე შემაშინა,

შენმა დუმილმა...

ნუთუ,

არაფერს ნაღვლობს ბუნება...

გული გამიპო მე,

ცის ქუხილმა...

და წვიმაც ცივად მესალბუნება...

 

რომ შემეშინდა,

მარტო დარჩენის...

კვლავ დაგიმალე ჩემი სიმართლე...

თავბედს ვიწყევლი, ობლად გაჩენილს...

რად არ მეღისრა,

შენი სინათლე...

 

არაფერია,

სხვა დანარჩენი...

ჩემი აწმყო და ჩემი წარსული...

მე მეშინია,

მარტო დარჩენის...

როგორც გაზაფხულს,

ცხელი ზაფხულის...

 

ქარივით...

22.10.2009

 

ისევ გაბრაზდი, გული გატკინე...

ისევ გესტუმრე გიჟი ქარივით...

გთხოვ, ეს ცხოვრება გამიმარტივე...

და გამიტაცე ნიაღვარივით...

 

ისევ მოვედი, ახლა მივდივარ...

ისევ ჩუმად და ისევ ფარულად...

შენი ლანდი და შენი ბინდი ვარ...

არსაიდან რომ შემოპარულა...

 

რაღაც მაწუხებს და არ მასვენებს...

და ვხეტიალობ შენს შორიახლო...

მე უშენობა სევდით მასველებს...

გიყურებ ისევ და ვფორიაქობ...

 

შენა ხარ ჩემი დარდიც, ნუგეშიც...

ეს გულიც, შენზე ფიქრმა დალია...

ეგ ხმა ჩამესმის, ისევ ყურებში...

არადა, ვიცი ჩემი ბრალია...

 

ისევ გაბრაზდი, გული გატკინე...

ისევ გესტუმრე გიჟი ქარივით...

გთხოვ, ეს ცხოვრება გამიმარტივე...

და გამიტაცე ნიაღვარივით

 

წლები მაგიჟებს...

21.10.2009

 

გვიან გიპოვე,

ლოცვად ვიქეცი...

და ახლა, ფიქრი დარდებად მათოვს...

მე, ჩემი გული, ყველას მივეცი...

და დავრჩი ქვეყნად ობოლი, მარტო...

 

მე მტკივა,

გულის ჩამესმის ძგერა...

გიხსენებ ეხლა, ისევ გიგონებ...

ვერ დავივიწყებ, ვერაფრით, ვერა...

შენს სიყვარულზე დაზრდილ სტრიქონებს...

 

გეძებდი დიდხანს,

მაინც გიპოვე...

და ახლა, დღეებს ლანდივით დასდევ...

ვერ ვხვდები, გული რად დამიტოვე...

გული, რომელსაც ნაღველი ადევს

 

წუხს ჩემი ფიქრი,

წლები მიდიან...

ალბათ ბოლომდე უნდა ვღელავდე

შენამდე ალბათ უფრო დიდია...

რა მანძილია ახლა, შენამდე...

 

ვბერდები,

წლები ისევ მაგიჟებს...

და მაინც, ისევ მომაგონდები

მივდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს

ჩემში ხარ, მაგრამ მაინც მშორდები...

 

ვერ ვხვდები...

20.10.2009

 

სულ ზემოთ, სადღაც...

ზეცა ნავარდობს...

მთის წვერზე ყვირის, მაღალი ვერხვი...

მე, ზეცას მინდა ფიქრი გავანდო...

ზეცას შევყურებ და თვალებს ვერ ვხრი...

 

მე, ზეცა...

ისევ მიწესებს ვადებს...

სიო ნიავობს, სიო მარაობს...

და ჩემში ისევ, შეკითხვებს ბადებს...

თავისთან მიხმობს, მოდი ჩქარაო...

 

ზეცას დავიპყრობ...

მაინც ვეცდები...

ვიცი უმიზნო რბოლა დამრჩება...

ვერ შეგაყვარებს მერე ტექსტები,

სიკეთისა და ცუდის გარჩევას...

 

ვერხვი შრიალებს...

ქარიც სულელი...

ზეცას ეკრობა და თან დინჯდება....

მთაზე ვდგევარ და წვიმას სულ ველი,

და მაღლა თითქოს ზეცაც გიჟდება...

 

და აი, ვდგავარ...

როგორც სტუმარი...

თეთრ ღრუბელს თითქოს ხელით ვეხები...

ვერხვის ფოთლებში, ასე მდუმარი...

ვფიქრობ და თითქოს, მაინც ვერ ვხდები...

 

გამიღიმე ახლა...

20.10.2009

 

ნეტა მოხვიდოდე, ახლა...

ისევ, ამიშლიდე ფიქრებს...

ვიცი მაკოცებ და წახლავ....

მე კი, გაკოცებდი იმდენს....

 

ისევ მიმაწყვდიე, კართან...

ისე მომაცქერდი მტრულად...

ოღონდ მაკოცე და მართლა

თუნდაც, მიმატოვე სულაც....

 

ტუჩებს გაუფრთხილდი, მაინც...

იქნებ გამოგადგეს, ისევ...

მე ხომ, იმედი მაქვს ხვალის...

და დღეს, უშენობით ვიწყებ...

 

თვალებს დაგიკოცნი, ურჩებს...

და გულს დაგიამებ, სიტყვით,,,

რჩევას ვუკარნახებ, ვურჩევ...

ისევ შენს სიყვარულს ვიტყვი...

 

მაინც გაკოცებდი იმდენს...

ვიცი, მაკოცებ და წახვალ...

მე ხომ, უშენობას ვითმენ...

ჰოდა, გამიღიმე ახლა...

 

სადღაც გაჩერდი...

19.10.2009

 

მე ღამეს ვანდობ,

შენზე ოცნებას...

ღამეს, ჩემს სულში ასე ჩაჭედილს...

მინდოდა ისევ, რომ მეოცნება...

შენ კი რატომღაც სადღაც გაჩერდი...

 

ეს ღამე ისევ,

თავზე მადნება...

შორიდან მესმის ქარის კივილი...

კვლავ უშენობა ჩამოვარდება...

ჩემში დარჩები, როგორც ტკივილი...

 

ისევ ვაგდივარ,

სადღაც წუმპეში...

ირგვლივ მდელოა, ვრცელი მინდვრები...

ღამე ჩამისვამს თავის უბეში...

არადა, ახლა უფრო მჭირდები...

 

კვლავ სიბნელეა,

ღამე ამინდობს...

და მთვარის შუქი სადღაც ნავარდობს...

მე ვიცი, ღამე მაინც დამინდობს...

ოცნებას ისევ ჩუმად გამანდობს...

 

ეს ღამე მოვა,

და შენ მიშველი...

არადა, თურმე როგორ ბნელოდა...

მე დამიძახებს სევდა შიშველი...

აქამდე, ასე, შენ რომ გელოდა...

 

ეს ღამე ისევ,

მოვა აზრებად...

მე ყოველ ღამე ფიქრებს ვეხები...

და მიმატოვებს ასე ფრაზებად...

არადა რატომ, მაინც ვერ ვხვდები...

 

მინდოდა ისევ,

რომ მეოცნება...

ვერ ვხვდები სევდას რატომ მაჩვევდი...

ღამეს მივანდე, შენზე ოცნება...

შენ კი რატომღაც სადღაც გაჩერდი...

 

თავი მოვიტყუო, მინდა...

18.10.2009

 

რატომ მაგონდება, ახლა...

თითქმის წარსულია თითქოს,

წლებს ხომ, მოგონება ახლავს...

და მის დავიწყებას ითხოვს...

 

რატომ მელანდები, ისევ...

თითქმის დაგივიწყე, მაინც...

აწმყოს მომავალით ვივსებ...

თითქოს, იმედი მაქვს ხვალის...

 

რატომ მესიზმრები, ღამით...

მე ხომ, სიზმარივით მინდა...

ჩემს თავს მოვერიო რამით,

ისევ მოვანატრო წმინდა...

 

თუკი მაგონდები ისევ....

თუკი მონატრება მიწვევს...

სიზმრებს დავადევნებ მყისვე...

და ხელს გამოგიწვდი ისევ...

 

თავი მოვიტყუო, მინდა...

ისევ, მოგიგონო ხოლმე...

ეგ ცა მენატრება წმინდა...

ისევ მელანდები, ვგონებ...

 

მე და შენ...

16.10.2009

 

სასტუმროს ნომერი...

არ მახსოვს სართული...

კარებზე ზარია, შემოაქვთ ზედაშე...

მე ვწევარ საწოლზე, ფიქრებში გართული...

და ვფიქრობ, ამაღამ რას ვიზამთ...

მე და შენ...

 

სასტუმროს ნომერი...

და კვამლი სიგარის...

ჭიქაში იღვრება სისხლივით ზედაშე...

მთვრალია ოთახი, ვწევარ და მიხარის...

ვნახავთ და ვაკოცებთ ერთმანეთს...

მე და შენ...

 

სასტუმროს ნომერი...

მიმტანის თვალები...

აშკარად ეტყობა, რაღაცას მიპირებს...

მე ვწევარ ამაყად, არ მახსოვს ვალები...

ზედაშეს დავლევ და ხმამაღლა ვიყვირებ...

 

მთვრალია სასტუმრო..

მთვრალია ოთახი...

ფიქრებში დავცურავთ ყოველდღე

მე და შენ...

სასტუმროს მიმტანი... გიჟივით მომძახის...

და ზეწარს ესხმება წითელი ხედაშე...

 

ვეღარ გადაგიტანე...

13.10.2009

 

დღეები დღეებს,

მისდევს, იწყება...

ერთად ასხმულა, როგორც მტევნები...

ძვირფასო, ყველა კარგად იქნება...

გეტყვი და...

დღეებს დავედევნები...

 

გადიან წლები,

ისევ იწყება...

შეგხვდი ხელახლა და ვერ გიცანი...

ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება...

მაგრამ, არ მახსოვს სად გაგიცანი...

 

ისევ თან დამდევს,

და სუნთქვა მესმის...

და ეგ ღიმილი სათნოა, წმინდა...

მე მაპატიე, გვიანი ლექსი...

და ეს დუმილიც, შემინდო მინდა...

 

დაიწყო თითქოს,

და სევდა მიცქერს...

და თითქოს, ფრთები გაშალე მყისვე...

შენს მოგონებებს, უგონოდ მივდევ...

და მარტოობას ვამარცხებ ისევ...

 

ვხედავ ბნელდება,

დღე დღეებს მისდევს...

ისევ თენდება დღეა მზიანი....

მე სიმარტოვე არ მინდა მჭირდეს...

შენ კი, არ იყო ასე ჭკვიანი...

 

წლები გაქრება

სევდაც რამდენი....

მე უშენობა ვერ ავიტანე...

გადავიტანე თურმე რამდენი...

მაგრამ, შენ ვეღარ გადაგიტანე...

 

მეოცნებე...

9.10.2009

 

წლებმა ოცნება,

ფეხით გათელა...

და რომც დავმარცხდე მაინც, იცოდე...

არ მსურს დუმილის სხვისთვის გამხელა...

მთელი სიცოცხლე მინდა ვიბრძოდე...

 

მე მუდამ მოვალ,

თუნდაც სანთლებად...

მინდა დრო იყოს, ჩემი მსაჯული...

როცა ღიმილი შენი გაქრება,

და მიმატოვებს შენი წარსული...

 

შენზე ოცნებას,

მე ქარებს ვანდობ...

და ჩემი ფიქრით მიწას ვამძიმებ...

ვიცი უჩემოდ, უზომოდ დარდობ...

და წლების მერე მწარედ დამცინებ...

 

შენი თვალები,

ჩემი განძია...

ნედლი ფიქრებით, სავსე სხეულით...

შენს მონატრებას სანამ მაცლიან...

სანამ ვიქნები გადარეული...

 

მკლავებში წლები,

მშვიდად იძინებს...

შენა ხარ ჩემი ოცნების წყარო...

წლებია, შენს თავს სულ რომ მიძვირებს...

და ეშინია არ შემიყვაროს...

 

მთელი ცხოვრება,

მინდა ვიბრძოდე..

არ მსურს დუმილის, სევდის გამხელა...

სულ რომ დავმარცხდე, მაინც იცოდე...

რომ მეოცნებე მქვია სახელად...

 

არეული...

8.10.2009

 

დილა არეული,

ცოტა ადრიანი...

ზეცას ეფერება ჩემი შთაგონება

ვიცი დრო არ არის,

ჯერ ხომ ადრე არის...

ჩემში ისევ ცოცხლობს, შენი მოგონება...

 

დილა არეული,

ცოტა ნაღვლიანი...

თვალებს რომ გავახელ იქვე მელოდება...

მაინც მელოდები,

და მე ვაგვიანებ...

და ეს ყოველი დღე მეორდება...

 

დილა ადრიანი,

ცოტა არეული...

ისევ მოწყენილი, და თან დარდიანი...

ისევ მეფერება სევდამორეული...

დილა არეული,

დილა ადრიანი...

 

დუმილში ვმალავ...

5.10.2009

 

მიჭირს ტარება, ზიდვა უღელის...

ვერ ვეგუები ამ ცივ სამარეს...

ვჩერდები,

მახრჩობს სიტყვა უთქმელი...

სიტყვა რომელიც შენში დამალეს....

 

ვიცი სიმართლეს, დუმილში მალავ...

და ჩემს წინაშე თავს არ იმართლებ...

მაჩერებს,

შენი უთქმელი ძალა...

და უკან მომსდევს ისევ სიმართლე...

 

ვიცი, გაბრაზდი...

ვერ ვთქვი სათქმელი...

ჩემი დუმილი ყველაფერს ამხელს...

გულზე მენთება,

როგორც სანთელი...

და მერამდენედ გეძახი სახელს...

 

ვიცი, მიწყრები...

რომ მიგატოვე...

ცივ სამარეში გეძებ ხელებით....

თავს მომაბეზრებს,

მე სიმარტოვე...

ლოცვას დავიწყებ კვლავ გახელებით...

 

არც აქ მასვენებს ფიქრი ოცნების...

ვიცი გავიგებ სიმართლეს ბოლოს...

გამახსენდება,

დღე საოცრების...

როცა ოდესღაც გიცნობდი მხოლოდ...

 

მაგრამ, ნუ ფიქრობ...

რომ სიტყვას ვმალავ...

სიტყვას, რომელიც შენში დამალეს...

ღმერთო, მომეცი მადლი და ძალა...

რომ შევეგუო...

ამ ცივ სამარეს...

 

ფარდა...

3.10.2009

 

თეატრში,

როცა ეშვება ფარდა...

როგორ არ მიყვარს, ფარდის დაშვება...

სცენაზე უცებ, მზე შემოვარდა....

და თითქოს სცენას ეთამაშება...

 

ვერ დავივიწყებ,

იმ წუთებს ახლა...

როცა სცენაზე ვიდექით მარტო...

იცი? ყველა როლს ცრემლები ახლავს,

შენ კი თამაშობ და დარბაზს ართობ...

 

სცენაზე,

მუდამ ვიდექით ორნი...

მე კი, თვალებით გეძებდი ხალხში...

და მერამდენედ ვიწყებდით, მგონი...

რა გაგიჟებით მიყვარდი მაშინ...

 

და როცა,

ძლიერ მომენატრები...

სცენაზე ისევ, გავდივარ მარტო...

მერე. მივყვები ბილიკს, ატმების....

ვთამაშობ ასე, უმისამართოდ...

 

სცენაზე ვდგავარ,

ვერ ვხდები რისთვის...

ვდაგავარ და ველი ფარდის დაშვებას...

ტაში გრიალებს, შენი ხმა ისმის....

და სევდა ისევ მეთამაშება....

 

ძველებურად...

2.10.2009

 

მახსოვს სიხარული, გვქონდა იმედები...

თითქმის სიყვარული,

და თავდავიწყება...

ისევ მონატრებას მივენდე და..

ისევ არაფერი მავიწყდება....

 

მახსოვს შენი კოცნა,

როგორ მომენდე და

უცებ ამირიე ოცნებები...

მაინც ვეცადე და გსდიე ბოლომდე, და...

ისევ მიუწვდომლად მეჩვენები...

 

ვერ მოვისვენებდი, რომ არ მემოქმედა...

თითქოს არ ხარ ჩემი,

თითქოს არც მეხება...

მახსოვს უეცარი, შენი შემოხედვა...

ჩვენი ტუჩების ნაზად შეხება...

 

გახსოვს? დამებედე...

შენ კი მენატრები...

იქნებ ოცნებებიც ასრულდეს...

ისევ ძველებურად მენაღრები,

ვცდილობ ეს სიზმარიც დასრულდეს...

 

ისევ მენატრები, ახლა ისევ ვდარდობ...

თითქოს მომენდე და

თითქოს კვლავ მიმყავხარ...

გულში, ისევ ისე ცოდვილ წარსულს ვნატრობ

იცი, ძველებურად რომ მიყვარხარ...

 

ისე მომინდი...

24.09.2009

 

როგორ მინდოდა,

როგორ მომინდა...

შენი ღიმილი მენახა ახლა...

ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,

შენი თვალების ხელახლა ნახვა...

 

ისევ დავეძებ,

წყალზე ნაბიჯებს...

ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,

ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...

და მონატრება ამაღრიალებს...

 

ეხლა შორსა ხარ...

და ვეღარ გხედავ...

დღეც ისევ ცრემლებმორეულია,

შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..

და შენზე ფიქრიც შორეულია...

 

მიყვარხარ ახლა,

როგორც არასდროს...

მაინც გეძახი, თუცა შორიდან...

შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...

არადა, შენი კოცნა მომინდა...

 

არ ვარ უგულო...

და არ ვარ მკაცრი...

და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...

თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...

ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...

 

შენზე ფიქრები

სევდას ასველებს...

ისევ დაიწყო დილა მორიგი...

შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,

ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...

 

აი, ახლა...

22.09.2009

 

სიმღერა დარდს და ტკივილს მაგონებს,

ნოტებს მიმიზნებს როგორც იარაღს...

ზამთარს როგორმე გადავაგორებ,

თუ მოგონებამ გადამიარა...

 

ისევ ჩაგიკრავ გულში დროდადრო,

ვიცი ნოტები დაგვრჩება მუდამ...

სიზმრებში მოვალ, თუ მოგენატრო...

და იმას გეტყვი,

რაც გულით მსურდა...

 

ზამთარში ისევ ვფიქრობ და გეძებ,

სიცივე წარსულს აწმყოში გაშლის...

ვბერდები შენსკენ მომავალ გზებზე...

თუმცა დრო,

წარსულს მაინც ვერ წაშლის...

 

ცივი ზამთარი წარსულს ამძიმებს,

მუსიკა ისევ,

თავისთვის დარდობს...

მახსოვს უეცრად რომ გამიღიმე...

და ცივი თოვლი მოვარდა ამ დროს...

 

სიმღერებს მუდამ წარსული ახლავს,

და არ გვიტოვებს, მრავალ არჩევანს...

ოღონდაც, ისევ..

და აი, ახლა...

წარსულთან მინდა ისევ, დარჩენა...

 

დაგელოდებიან...

 

ნაბიჯებს ვითვლი,

ერთი, ორი, სამი...

გზადაგზა გჩუქნი, რაც რამ მაბადია...

მაინც, დაგიბრუნებ და მოგხიბლავ წამით...

მაინც, მოგიტაცებ ნაბადიანს....

 

ნუ შეგაშინებენ,

ვიწრო ბილიკები...

და რომ, გზის ბოლომდე ჯერაც გვიანია...

ვიცი გენატრება გზები, ირიბები...

ჩვენი ყოველი გზა მზიანია...

 

მთელი იმედები,

წარსულს შევატოვე...

ბაგე შენს ბაგეზე დამიკონებია...

როცა შემიგრძვნია სიმარტოვე...

შენი მოფერება მგონებია...

 

ისევ ნაბიჯს ვითვლი ,

ერთი, ორი, სამი...

ირგვლივ სიცოცხლე და ფერებია...

მიჭირს უშენობა დღისითაც და ღამით...

შენ კი, უჩემობა შეგიფერებია...

 

ნუ მოგატყუებენ,

ფუჭი იმედები...

წლები უმოწყალოდ, ასე გშორდებიან...

ვიცი, აშაკარაა...

როცა დავბერდები...

ჩემი თვალები შენ დაგელოდებიან...

 

ერთად...

 

მაჩუქე შენი ნაზი ღიმილი...

ხელი მომეცი, ვიაროთ ერთად...

რომ გაგაგონო გულის ყივილი...

და გავაგიჟოთ სიცოცხლე ერთხმად...

 

სიცოცხლე, ჩვენი ხმითაა სავსე...

ასეთი ხმები, ფხიზელსაც ათრობს...

მომეცი ხელი, ვიაროთ ასე...

ასე, უმიზნოდ, უმისამართოდ...

 

მთელი ცხოვრება,

მე ვდგავარ გზაზე...

შენ გელი, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა....

გეძახი ისევ, და ნაცნობ ხმაზე...

ვხედავ ფიქრები ნელ-ნელა გაქრა...

 

უშენოდ ყოფამ დაკარგა აზრი,

მთელი დღეები დავეძებ სარჩოს...

მე, სევდა ისევ კისერზე მაზის...

და ისევ ისე, ნელ-ნელა მარჩობს...

 

როცა ძალიან მომენატრები...

შენს გამო ეგებ სიცოცხლეც დავთმო...

ვეღა ვიხსენებ... ატმის ბაღები,

რად შრიალებდნენ უმისამართოდ...

 

მაინც შენა ხარ...

 

მე გამახსენდი ეხლა, ისეთი...

და მოგონებამ ლამის წამიღო...

თითქოს უღრუბლო ზეცას მივდევდი,

და ცამ, ფერადი ზეცა გამიღო...

 

მე გამახსენდი, ისევ მომინდა...

მენახა შენი ნანატრი სახე...

გულში ოცნება რომ გადმოვიდა....

როცა პირველად, უეცრად გნახე...

 

მე გამახსენდი, გისურვე მერე...

ალუბლის ფერი, მაწყვის გემოსი...

გახსოვს? იმ ღამით რომ ამამღერე...

და მივატოვეთ ერთად დემოსი...

 

მე გამახსენდი, გკოცნიდი თითქოს...

და შენმა კოცნამ ისევ წამიღო...

მე მაინც, ვებრძვი ქარსა და ტიფონს...

და იქნებ, ვინმემ მაინც გამიგოს...

 

შენზე ფიქრები, გუბედ დამდგარი...

როგორ მინდოდა, ისევ მენახა...

გეტვი, სიცოცხლე არ მსურს ამგვარი...

და ჩემი ფიქრი, მაინც შენა ხარ...

 

ტალღებში დაგეძებ...

 

ზღვის პირას დავეძებ ნაპირებს...

ტალღების ღრიალი მაგიჟებს...

მე მგონი, რომ წვიმას აპირებს...

მე წვიმა მახსენებს ნაბიჯებს...

 

წვეთები წაშლიან ნაბიჯებს...

ნაპირზე დარდისგან დნებიან...

ტალღები აწყდება ნაპირებს...

და წყალში უჩუმრად ქრებიან...

 

ტალღები წაშლიან იმედებს...

ტალღებში უძიროდ ვეშვები...

მოვალ და კვლავ დაგაიმედებ...

და წყალს შეგასხამ პეშვებით...

 

ვხედავ ნაპირებს ვშორდები...

წვიმაც მაწვება ზემოდან...

წყლის ზედაპირზე ვსწორდები...

და ღრუბლებს ვხედავ ქვემოდან...

 

წვეთების ხმაური ჩამესმის...

წვეთები იმედებს მისველებს...

უეცრად ტალღების ხმა მესმის...

ტალღები გაჰკივის: მიშველეთ!

 

ტალღებზე დაგეძებ მდუმარი...

და ცეცხლის მენთება ალია...

ვარ ზღვის და წვიმის სტუმარი...

და რა ვქნა, რა ჩემი ბრალია...

 

მე წვიმა მახსენებს ნაბიჯებს...

მე მგონი, რომ წვიმას აპირებს...

ტალღების ღრიალიც მაგიჟებს...

მე კი, კვლავ დავეძებ ნაპირებს...

 

რას დაგაკლებს დაღლა...

 

შენს ტუჩებს ეტყობათ დაღლა...

და მინდა ვუცქირო დიდხანს...

ტუჩები მეტყვიან ახლა...

ასეთი ტუჩები მიყვარს...

 

შენს სახეს ეტყობა დაღლა...

ღიმილით გაჰყურებ წარსულს...

ეგ სახე მაგიჟებს ახლა...

და დავიწყებაც არ მსურს...

 

შენს თვალებს ეტყობათ დაღლა...

ცრემლიან თვალებზე გატყობ...

თვალები მიმზერენ ახლა...

მე კი შენს თვალებზე ვდარდობ...

 

შენს ღიმილს ეტყობა დაღლა...

მაყრად რომ დაგყვება ასე...

ღიმილი მიშველის ალბათ...

და ღიმილივით მავსებ...

 

შენს გულს ვერ ვხედავ... მესმის...

და გულს რაც უნდა ახლა...

შენს ტუჩებს ღიმილი ერთვის...

და რას დაგაკლებს დაღლა...

 

მიჭირს უშენოდ...

 

ძალიან მიჭირს,

დავრჩი უშენოდ...

ვევედრე წვიმას, ვევედრე სეტყვას...

გავყურებ წარსულს, თავს რომ ვუშველო...

წარსულს...

რომელიც, უშენოდ ფეთქავს...

 

ვოცნებობ იქნებ,

რომ შენთვის მოვკვდე...

ვოცნებობ ამას, ყველაზე მეტად...

მე მოგონება ფეხდაფეხ მომსდევს...

მე კი...

გავრბივარ, საშველად ღმერთთან...

 

მკლავს უშენობა...

და ამწყოს ვუმხელ...

წარსულს, მომავლის სანაპიროდან...

რად არ მესიზმრე...

ვერ ვხვდები, წუხელ...

ან ღამე, ასე რატომ ტიროდა...

 

ძალიან მიჭირს...

და დავრჩი კენტად...

დამაპეტრონა მე სიმარტოვე...

მე მყვარებიხარ იმაზე მეტად...

წარსულში ,

სადღაც რომ მიმატოვე...

 

ჩავდივარ დაბლა,

ავდივარ მაღლა...

შენამდე, მინდა გზა გადმოვლახო...

მე რომ მეგონა, იყავი სადღაც...

თურმე...

ჩემს გულში, ყოფილხარ ახლოს...

 

გავყურებ წარსულს,...

თავს, რომ ვუშველო...

წარსულს, რომელიც უშენოდ ფეთქავს...

გავგიჟდი,

როცა დავრჩი უშენოდ...

და ციდან...

ისევ მოვყევი სეტყვას...

 

წვიმს...

 

წვიმს და ტუჩებზე მადნება სევდა..

ისევ გეძახი და მუდამ გელი...

იცოდე, მუდამ მემახსოვრება,

როცა მიყვარდა ღიმილი შენი....

 

წვიმს და წვეთები მასკდება შუბლზე,

მე, ისევ ვდგავარ ქუჩაში მარტო...

ვარ ოცნებების დაკარგვის ზღურბლზე,

და წვიმის წვეთებს არაფრად ვდარდობ...

 

წვიმს, ჩემი გულიც გაგიჟდა მუნჯი...

და ისევ ვნაღვლობ, ისევ მარტო ვარ...

მე მიყვარს ცაზე ოცნება ლურჯი,

ღრუბელმა ობლად რომ მიატოვა...

 

წვიმს, ჩამოიქცა ცა მგლოვიერე...

და წვიმად ისევ ჩამომდის ცრემლი...

ვარ უნაყოფო, ხე მსხმოიარე...

რომელიც თავის გაჩენას სწყევლის...

 

წვიმს და ვიხსენებ შენს ბოლო ამბორს...

მე, ჩემი უკვე ბოლომდე შევსვი...

მიყვარხარ, ამას, დღეს ყველა ამბობს,

მაგრამ სულ სხვაა ეს ჩემი ლექსი...

 

ვიცი, სიყვარულს ხვალ დამარხავენ...

31.08.2009

 

მინდა მოვიდე,

გნახო ახლავე...

რომ გულგრილობას არ დავაბრალო...

ვიცი სიყვარულს ხვალ დამარხავენ

და ვერასოდეს ვნახავ საბრალოს...

 

ჩემს წინ მოლია,

გავყურებ ველებს...

მინდორში...

სადღაც დავეძებ სარჩოს...

ვხედავ, დაკოჟრილ, უსულო ხელებს...

სიყვარულს ყელში უჭერს და ახრჩობს...

 

ვიცი,

სიყვარულს არა აქვს ბოლო...

გული მტკივა და...

ვდარდობ ძალიან...

მე სიყვარული მაგიჟებს მხოლოდ...

არადა, ვიცი ჩემი ბრალია...

 

და სიყვარულიც...

დგას მგლოვიარე...

ცრემლები ახრჩობს საშინლად სველი...

უხმოდ შეჰყურებს გულში იარებს...

და შველას უკვე აღარსად ელის...

 

ჩემს წინ მოლია....

გავყურებ ველებს...

ხეებს აცვიათ ფერადი ფარჩა,

ვხედავ დაკოჟრილ,. უსულო ხელებს...

შეყვარებულ გულს სადღაც რომ დარჩა....

 

მყვარებიხარ ასე....

30.08.2009

 

და ღიმილის უსაშველო ვალსი

ბნელ ღამეში მოცეკვავე მთვარე

ყველაფერი არ ყოფილა ფარსი

ყველაფერი დაიწყება ხვალე

 

და ცრემლების უნაპირო ღელვა

გამიმძაფრებს უშენობის შიმშილს

ჰორიზონტზე აფრენილა ელვა

და დაკარგვის უსაშველო შიში

 

მე ამ ცეკვას ყოველ ღამე ველი

მთვარის ვალსი მეხატება თვალწინ

ვიცი შენთვის არ იქნება ძნელი

მე კი შენი მონატრება მაწვიმს

 

და ღიმილით დათოვლილი ველი

თვალებს მაინც მონატრებით ავსებს

თურმე შენთვის არ ყოფილა ძნელი

თურმე მაინც მყვარებიხარ, ასე....

 

ღამის ნოსტალგია...

27.08.2009

 

სევდა... ტკივილები...

მთვარეც სევდიანი...

ღამეს შეფარვია უხმო აჩრდილები...

ისევ მენატრები, ისევ ჩემში არის...

შენი მოგონების რაღაც ნაწილები...

 

ღამის ნოსტალგია...

მთვარეც მარტოსული...

აღარც ვარსკვლავები მიმეტებენ...

ისევ წარსულში ხარ ჩემთვის გადასული...

ვიცი, ვერაფერი დამაიმედებენ...

 

თეთრი ღიმილები,

შეპარვია ღამეს...

ვხედავ მთვარე ღრუბლებს ისევ გამოექცა...

ჩემი მონატრების ვერ გითხარი რამე...

და ცა უშენობით თავზე ჩამომექცა...

 

მთვარე დამეკარგა...

ღამის ლაბირინთში...

გზა ვერ გავაკვლიე, და ბედს ჩემსას ვწყევლი...

და გაოგნებული მელოდიურ რიტმში...

წვიმად ეფერება მიწას ჩემი ცრემლი...

 

მთვარე... სევდიანი...

სევდით გალეშილი...

მთვარემ ტკივილები ისევ განმიახლა...

ღრუბელს ვეფერები შენზე დაგეშილი...

ვიცი, ყველაფერი ჩემზე იცი ახლა...

 

ღამე გამიგიჟდა...

მთვარეც სადღაც გაქრა...

ვხედავ, შეპარვია წარსულს მონატრება...

უკვე აღარ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა...

უკვე დილაა და მთვარე მენატრება...

 

მომატყუე...

25.08.2009

 

მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...

გული, სევდით დამიტოვე სავსე...

დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ...

რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე....

 

მომატყუე, ვითომ იყავ სათნო...

შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს...

გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო...

რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...

 

მომატყუე, ამიბნიე კვალი...

ვეფერები იმ სანატრელ წუთებს...

გელოდები, მონატრებით ხვალის...

გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ...

 

მომატყუე და წამართვი ზეცა...

მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი...

მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა....

სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი...

 

მომატყუე, დამიბედე წელი...

ახლა, ასე მიმატოვე გზაში...

არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი...

სიყვარულით ავსებული თასი...

 

დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფირობ...

რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...

მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...

გული, სევდით დამიტოვე სავსე...

 

ლექსები შემშლის...

 

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,

გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...

მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...

არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...

 

ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,

კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...

მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...

არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...

 

ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,

ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...

მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...

და გამიხარო დღე ხვალინდელი...

 

ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,

უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...

ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...

ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...

 

ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...

დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...

მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...

მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა...

 

ჰოდა მიშველე...

 

შველა გსურს?

ჰოდა, მოდი მიშველე...

სანამ ცხოვრება ერთი წამია...

რომ ვეთაყვანო ისევ ისევე,

რაც აქამომდე მე მიწამია...

შველა გსურს?

ჰოდა, აგერ არა ვარ?

შენთვის ვიქეცი ასე ლექსებად...

ვეღარ გავიგე დღემდე სადა ვარ,

გული კი, მაინც შენით მევსება ...

შველა გსურს?

ხედავ? მზე უკვე ჩაქრა...

ვარ კაეშანით უზომოდ სავსე...

ვეღარ გავიგე, უშენოდ რა ვქნა,

ან ისევ რატომ მიყურებ ასე...

შველა გსურს?

ჰოდა, გამოდი გარეთ...

ფიქრებაშლილი, წვიმაში, ქარში...

მე უშენობით ვარსებობ მწარედ,

არადა, როგორ მიყვარდი მაშინ...

შველა გსურს?

ჰოდა, ნუ დამავიწყებ...

ვერ დავივიწყებ იმ წუთებს, ვერა...

მჯერა ცხოვრებას ისევ დავიწყებ,

და შეგიყვარებ ხელახლა, მჯერა...

შველა გსურს?

ჰოდა, მითხარი რა ვქნა...

საით წავიდე, წვიმაში ქარში...

ნუთუ რაც იყო, უკვალოდ გაქრა,

არადა როგორ მიყვარდი მაშინ...

 

* * *

უიმედოდ,

გამომშრალა ღამე...

შენც ტუჩებზე შეგშრობია კოცნა...

იქნებ, მაინც მომიხერხო რამე,

იქნებ, უკვე აღარა ღირს მოცდა...

ისევ ღამე,

მეფერება უხმოდ...

და შენც ტანზე შეგპარვია დაღლა...

ახლა, ისევ მოგონებებს ვუხმობ,

ისევ ისე მენატრები ახლა...

ღამე მოკლავს,

ჩასაფრებულ იმედს...

მაინც ისევ დაგადევნებ ლოცვას...

ვიცი, მაინც დამიბრუნებ იმდენს,

რამდენიც ღირს შენი ნაზი კოცნა...

ისევ ქარი,

დაუბერავს ღამე...

და ტუჩებზე დაგადნება კოცნა...

იქნებ ჩემთვის გაიმეტო რამე,

თუნდაც ერთი უმნიშვნელო ლოცვა....

 

წვიმს...

 

წვიმს...

წვეთებს თითებით ვეხები....

ზეცა ჩამოიქცა წვეთებით...

შიშველი ფეხებით...

გუბეებს ვეხები...

ვერ ვხვდები...

ასე მგონია შეგხვდები...

წვიმს...

წვიმაში ვდგავარ და

ვსველები...

შიშველი...

ზეაპყრობილი ხელებით...

ღმერთს ვევედრები...

წვიმს...

და წკაპუნობენ წვეთები...

ფანჯრის რაფაზე...

ასფალტზე...

და გულში...

მე ვევედრები...

ნუ მიმატოვებს...

წვეთები...

წვიმს...

 

* * *

გამიხარდა...

ვერ გითხარი უცებ რამე...

მუნჯი გავხდი, როცა ისევ დაგინახე...

მახსოვს კაფე...

უსაშველოდ გრძელი კაფე...

შენი სახე... სიყვარულით სავსე სახე...

 

ნაზი კოცნა...

გამახსენა შენმა ნახვამ...

უეცარი შემოხედვა, მახსოვს თითქოს...

შენი კოცნა მენატრება, თურმე ახლა...

მე კი, შენი სიყვარულით წარსულს ვითბობ...

 

ეგ თვალები...

მესიზმრება ყოველ ღამე...

სიზმრად გხატავ, ოცნებებში მაინც გხატავ...

გაშიშვლებულ სულს თუ რამე გააწამებს...

უშენობა, გააწამებს ოღონდ მართლა...

 

მთელი ღამე...

მონატრებამ გამაწამა...

სასთუმალი შენზე ფიქრით დავასველე...

სიყვარული დამიბრუნდა, აღარ წავა...

უშენობა, ვიცი აღარ დამასვენებს...

 

შენთან მინდა...

იცი? მაინც შენთან მინდა...

ვარსკვლავებმა,

გამიშალა ღამით კარტი...

სიყვარული აქვე ახლოს გაირინდა...

და ხელახლა, ძველებურად შემიყვარდი...

 

მუზას...

 

მე ვერ ვბედავდი...

უშენოდ ფრენას...

არც ის ვიცოდი, დღემდე რა მექნა...

მე, ვგავდი ცირკის უხმო არენას....

რომ მიატოვა ყველამ ამ ქვეყნად....

 

მინდა გავფრინდე,

მაგრამ ვერ ვდგები...

შორს, სადღაც ქარი ქრის ნაწვალები...

ვიცი, რომ ისევ უნიჭოდ ვკვდები...

და მიმატოვებს შენი თვალებიც...

 

მესმის ღრიალი,

გულის კედლების...

და ფეთქვა გულის, მაინც საამო...

ისევ უმიზნოდ დავეხეტები,

და მენატრები მთელი საღამო...

 

რა ვქნა...

გაფრენა ოცნებად მექცა...

ფრთებს უშენობა ქარივით არწევს...

გახსოვს, ღიმილი რომ გამოგექცა?

ჰოდა,

ღიმილი ლოდივით მაწევს...

 

რტოებს...

 

ისევ სცივათ ატმის რტოებს...

ვეფერები რტოებს მარტო...

ქარი ისევ მარტო მტოვებს...

და სიყვარულს ისევ ვნატრობ...

 

ისევ სცივათ ატმის რტოებს...

რტოებს ჩემი სევდა ათოვს...

ქარი მაინც მიმატოვებს...

რომ კვლავ სევდა მომანატროს...

 

ისე სცივათ ატმის რტოებს...

მინდა ატმის ბაღში გხატო...

თოვლიც ისევ მარტო მტოვებს...

ისევ ვტირი, მაინც ვნაღვლობ...

 

ისევ სცივათ ატმის რტოებს...

უშენობით თრთიან ახლა...

ვიცი, სევდაც მიმატოვებს...

შენს თვალებს რომ მუდამ ახლავს...

 

ისევ სცივათ ატმის რტოებს...

ვეფერები ატმებს მარტო...

მიმატოვა ქარმაც, თოვლმაც...

მე კი,

შენთან ყოფნას ვნატრობ...

 

უშენობა...

 

მკლავს უშენობა...

და ვერ ვიშორებ...

წარსულს დავეძებ,

ისევ ფერებით...

ისე მაგიჟებს შენი სიშორე,

ვიცი ოდესმე მომეფერები...

 

მკლავს უშენობა...

ასე მაცდური...

წარსული ისევ ისე მიგონებს...

მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...

მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...

 

მკლავს უშენობა...

ჯერ არნახული...

ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,

შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...

წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...

 

მკლავს უშენობა...

სევდა ფარული...

ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...

ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,

დასასრულამდე კიდევ შორია...

 

მკლავს უშენობა...

ისევ ასეა...

ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...

გული წარსულით ისევ სავსეა...

ისევ სავსეა შენი კოცნებით...

 

მკლავს უშენობა...

ისევ მაწვალებს...

შენი ღიმილი, შენი სიშორე...

კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...

და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...

 --------------------------------

<<<    1    2     3    4     5     6     7     8    >>>

 

 

 

 

Copyright © All rights reserved | Zviad kechakmadze